მე მეგობრობა არ მწამდა ასე
მე მეგობარი არ მყავს არავინ,
ეს ჩემი გული გაკოტრებულა,
მიყვარდა დიდი ჭადარი ტყეში,
გავიგე თურმე ძირს დაცემულა.
ნუ იფიქრებენ თითქოს არ მყავდა
და არასოდეს არა მყოლია,
დიახაც მყავდნენ მე მეგობრები,
ახლა კი ვამბობ, თუნდ არც მყოლია.
მე ჩემი ბედის მქრქალი ვარსკვლავის
ჩამობჟუტებულ შუქზე მივლია,
მაგრამ მეგობრის ანთებულ ლამპარს,
ის ჩირაღდანად არ შეუცვლია.
მეგობრის ცეცხლი, ცეცხლში ჩაიწვა,
მე ნაპერწკალიც არა მრგებია,
მისგან ნათქვამი წრფელი სიტყვები,
გულზე მალამოდ არ დამდებია.
როცა ბედნიერს სისხლი მიდუღდა,
სიცოცხლის სიტკბოს ვეწაფებოდი,
ღამეულ მთვარეს მოჩხუბარსავით
თვალს ვუსწორებდი, ვეძალებოდი.
როცა მიყვარდა ლაღი თამაში,
ჩემს მეგობრებთან ტყედ ხეტიალი,
როცა გვიყვარდა ტკბილი ზღაპარი,
გრძნობების აღმა, ამო ტრიალი,
მაშინ ვიყავით სულ მუდამ ერთად,
ერთი ფიქრის და აზრის მოწმენი,
მაგრამ გამრუდდა რა ერთი ჩარხი,
ისინი გახდნენ მხოლოდ მოწმენი.
მე მეგობრობა არ მწამდა ასე,
ის იდეალად მესახებოდა,
მისგან მიღებულ მშობლიურ გრძნობას,
გული მხურვალედ ეკონებოდა.
მაგრამ დავრწმუნდი, რომ მეგობარი,
ეს არის სიტყვა ძლიერი აზრის,
ხოლო იმისი შემმოქმედელი,
ცხოვრებამ მითხრა, არავინ არის.
მეგობარო, მომისმინე
მეგობარო, მომისმინე.
მსურს გაგანდო ხვაშიადი,
ერთი გოგოს ტრფობით ვიწვი,
მთლად ესაა ჩემი დარდი.
მიყვარს ერთი, ვიცი კარგად,
თუმც არ ვიცი მისი გვარი
და ხანდისხან მგონია, რომ
ყველა არის სულ ზღაფარი.
ჩემს მეგობარს
ვუძღვნი ლერი ჯოხარიძეს
გულში ცეცხლის ბუღი მედგას,
მტერი მყავდეს გარსმომდგარი,
თავს გავწირავ, თავს გასწირავს,
მეგობრისთვის მეგობარი.
მეგობარი _ და ეს სიტყვა
ისმის როგორც დიდი ძალა,
მასზედ ქება ბევრი ითქვა,
ბევრს სიცოცხლე გამოსძალა,
და მეც მსურს რომ ქება გიძღვნა,
ქება გიძღვნა კარგზე კარგო,
თვით ეს გულიც კი მოგიძღვნა,
ჩემო ტკბილო მეგობარო.
შენი აზრი, ხასიათი,
მისანდობი, წრფელი გული,
სიტყვის ფასი ასჯერ-ათი,
უნაკლული, მართლად თქმული.
რა სიტყვები დაგიწერო,
რა გამოსთქვამს გულში ნადებს,
ლექსთა წყობით რა გიმღერო,
როცა გული თვით ღაღადებს.
სიყრმის ოცნებამ ფრთები შეისხა
სიყრმის ოცნებამ ფრთები შეისხა
დაბინდულ ზეცას მზემ სტყორცნა სხივნი,
ასწლოვანი ხე წამით შეირხა,
ტკბილად აჟღერდნენ საკრავთა სიმნი.
დღეს განთიადი ცისკარმა შობა,
თუ განთიადმა ნაზი ცისკარი,
დასაბამიდან ასე მოდის და,
ვერ ვიტყვი პირველს მათში ვინ არი.
გული ლაღობს და გული იმღერის,
დღეს გაზაფხული ტკბილ ზრახვებს ერთვის,
"ვეძებ მეგობარს" _ ვამბობდი ადრე,
"ვპოვე მე იგი" _ ვდუდუნებ ჩემთვის.
ვპოვე მე იგი, ვპოვე მე იგი,
მართალი, ტკბილი, ნაზი საამო,
მე შევიყვარე, მან უფრო მეტად,
დაე, სიცოცხლე იყოს საამო.
მეგობრისადმი
ვუძღვნი გაიოზ სულხანიშვილს
მე შენ წერილს გწერ,
მოსაგონარს ტკბილ-ოცნებისას,
როცა ისმენდე
აღღთმას შენი მშვენიერ სულის,
როცა გონებას,
ზეაღმტაცი გრძნობებით აღვსილს,
გაზაფხულ ედგეს,
და უმღერდეს მშვენიერ მაისს.
მე შენ წერილს გწერ,
როს ვარკვლავი ციმციმებს ცაზე,
როცა ქოჩორა,
ნაზი სიოს მესმის ნანინა,
როცა ფოთოლთა
ტკბილ შრიალში, მშვენიერ ხმაზე,
იდუმალება
უჩინარად მიმღერს ნანინას.